საქპატენტის ტერიტორიაზე 16 სახეობის 136 ხე, ყვავილი და სხვა მცენარე დაირგო

საქპატენტის ტერიტორიაზე 16 სახეობის 136 ხე, ყვავილი და სხვა მცენარე დაირგო

საქპატენტის ეზოს მწვანე სივრცის მოწყობის მიზნით და თანამშრომლებისთვის კომფორტული, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, მარადმწვანე წიწვოვანი თუ სხვა სახის მცენარეები და ყვავილები დაირგო.

გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, 16 სახეობის 136 ნერგი დაირგო, რომელთა შორისაა: ირმის რქა, არიზონას კვიპაროსი, ტუია ბრაბანტი, ჯუჯა ფიჭვი, ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვი, ტუია რეინგოლდი, ლოროპეტალუმი, დეკორატიული შინდი, სირიული ვარდი, სურო, ცრუჟასმინი, ტუია (ბურთისებრი), ტუია გოლდენ გლობი, ცინერარია, მწვანე გაშლილი კვიპაროსი და კვიპაროსი პირამიდული მწვანე.

ეზოს გამწვანებაში საქპატენტის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. დღეიდან, საქპატენტის ტერიტორიაზე გაშენებულ პატარა ვენახთან ერთად, ახალი მცენარეები გაიხარებს, ეზოს ცოცხალი მწვანე ღობე მოეწყობა და კიდევ ერთი ეკოლოგიურად სუფთა, ყვავილებითა და მცენარეებით გალამაზებული გარემო შეიქმნება.