პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში დღეს უკვე მეორე უკრაინელი ბავშვი დაიბადა. უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყებიდან მარტვილში ცხოვრობენ.
ჟელენი კიკორიას და ალიონა ბარანიკს მესამე შვილი ბაგრატი კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურება გაუწია.
შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ, ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან სურმავამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახი ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს. მათ მარტვილის მკვიდრმა, გია დანელიამ საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ დაუთმო.
პირველი უკრაინელი ბავშვი ჩოხატაურში, 8 აპრილს დაიბადა.
პატარა რასტისლავი და მისი დედიკო ალიონა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ.
„კიდევაც დაიზრდებიან. ბედნიერი და ამაყი ვარ დღეს, როგორც არასდროს. დილით 07:45 სთ-ზე მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში უკრაინელ გმირ ხალხს კიდევ ერთი ვაჟკაცი შეემატა _ პატარა რასტისლავი და მისი დედიკო ალიონა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. დიდება და გამარჯვება უკრაინას“, - დაწერა გუშინ მეან-გინეკოლოგმა სალომე თურმანიძემ.