პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში, ტერნოპოლში, რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ძეგლი დაშალეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, დემონტაჟი აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გუშინ ღამით მოხდა.
„რუსების დანაშაულებმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ხაზი გადაუსვა რუსი ხალხის მთელ კულტურას. ამ დანაშაულებს არანაირი ახსნა არ აქვს. ისინი არ გვიტოვებენ არჩევანს, ყველაფერი რუსული უნდა დაიშალოს, რუსი მწერლის ძეგლის ჩათვლით“, - განაცხადა მერმა, სერგეი ნადალმა.
ამასთან, ერთი კვირის წინ, ნადალმა ტერნოპოლის მოსახლეობას მოუწოდა, არ გაეკეთებინათ პროვოკაციები ძეგლის წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მერია მის შესაძლო დემონტაჟს ომის შემდეგ გადაწყვეტდა.
ამ ძეგლის დანგრევის ინიციატივები ტერნოპოლში რეგულარულად ჩნდებოდა.
2022 წლის 29 მარტს დარეგისტრირდა პეტიცია ძეგლის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ, მანამდე მსგავსი პეტიციები შეიქმნა 2016, 2018 და 2020 წლებში. 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ პეტიციამ ხმების საჭირო რაოდენობა დააგროვა, მერიამ მის დემონტაჟზე უარი თქვა.
გუშინ საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა, დაარეგისტრირა პუშკინის ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი, რათა ეს საკითხი მერიაში მომავალ სხდომაზე განეხილათ.
მას შემდეგ, რაც ძეგლი გუშინ დაიშალა, იგი უფასოდ შესანახად გადაეცა გორდორემსტროის საწარმოს. რა ბედი ეწევა ძეგლს, ჯერჯერობით უცნობია.
ამავდროულად, ტერნოპოლის მცხოვრებლები ახლა სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ საკრებულოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ძეგლი ღამით დაშალეს, რათა არავის დაენახა.
მანამდე, 22 მარტს ადგილობრივმა მცხოვრებმა წითელი საღებავით ძეგლს დააწერა - „დემონტაჟი“.
რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ქალაქში 1959 წელს (სხვა ოფიციალური მონაცემებით - 1961 წელს) დაიდგა.