მედია: რუსეთმა უკრაინაში ომის მეთაური შეცვალა - ალექსანდრე დვორნიკოვს სირიაში რუსული ოპერაციების დიდი გამოცდილება აქვს

რუსი მეთაური

დასავლელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელად რუსეთმა არმიის გენერალი, სირიაში ნაბრძოლი ალექსანდრე დვორნიკოვი დანიშნა. ამის შესახებ BBC წერს.

„ამ კონკრეტულ მეთაურს აქვს სირიაში რუსული ოპერაციების დიდი გამოცდილება. ასე რომ, ჩვენ მოველით, რომ საერთო ბრძანება და კონტროლი გაუმჯობესდება“, - თქვა წყარომ.

ალექსანდრე დვორნიკოვი სირიაში რუსული შეიარაღებული ძალების დაჯგუფებას 2015-2016 წლებში მეთაურობდა.

მისივე თქმით, შესაძლოა, რუსული მხარისთვის მოლაპარაკებები სამხედრო ოპერაციებზე უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდეს, რათა მოსკოვმა 9 მაისამდე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

რუსეთმა აქამდე, უკრაინაში შეჭრიდან 44 დღის განმავლობაში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქვეყნის დედაქალაქი ვერ დაიპყრო.

ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა დაინახა, რომ უკრაინული ქვედანაყოფების მცირე რაოდენობა უფრო ჭკვიანურად და დაკვირვებით მოქმედებდნენ.