რუსი სამხედროები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არიან და შეტევაზე ასე გადადიან - სერგეი გაიდაი

აშშ

"რუსი ოკუპანტები უაღრესად დემორალიზებულები არიან. დამპყრობლების დიდი რაოდენობა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მიდის თავდასხმებზე", - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„დემორალიზაცია ძალიან სერიოზულია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ახლად მობილიზებული ადამიანების დიდი ნაწილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მიდიან შეტევაზე. ჩვენს გვარდიელებს არაერთხელ უნახავთ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი სამხედროები“, - აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.