საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი შემცირდა

ფოიერვეკი

საქართველომ 2021 წლის 11 თვეში 1.4 მლნ დოლარის 145 ტონა პიროტექნიკა შეიძინა. ამის შესახებ bm.ge-წერს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 59.7%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი შეიძინა, იმპორტირებული სხვადასხვა პიროტექნიკური ნაწარმის მოცულობა კი პანდემიურ წელთან შედარებით, 84.5%-ით არის შემცირებული.

2021 წლის 11 თვეში, წინა წელთან შედარებით ფეიერვერკების, სასიგნალო შუშხუნების, წვიმის რაკეტების და სხვა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი ჩინეთიდან, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ბაზარი იყო, 83%-ით შემცირდა. საიმპორტო ქვეყნები კი ასეთია:

1. მონტენეგრო - 501.8 ათასი აშშ დოლარი; 2. ბულგარეთი - 393.6 ათასი აშშ დოლარი; 3. ჩინეთი - 278.4 ათასი აშშ დოლარი; 4. პოლონეთი - 169.8 ათასი აშშ დოლარი; 5. გერმანია - 15.2 ათასი აშშ დოლარი; 6. თურქეთი - 11.2 ათასი აშშ დოლარი.