1728312638
„ვეძებ კახელ ან მეგრელ ცოლს“ - საქართველოში მცხოვრებ ბერძენ მილიონერს ქართველი მეორე ნახევარი სურს
საქართველოში მცხოვრები ბერძენი მილიონერი სალიჰ საიბორტი ქართველ მეორე ნახევარს ეძებს.
„ვეძებ კახელ ან მეგრელ ცოლს“, – წერს მილიონერი სოციალურ ქსელში.
სალიჰ საიბორტი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, რაც ცხოვრობს და როგორც მისი „ფეისბუკ“ გვერდიდან ირკვევა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ხშირად სტუმრობს.
საიბორტი საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას ფლობს. ბერძენი მილიონერის უახლეს RANGE ROVER-ს ხშირად მოჰკრავთ თვალს აღმაშენებლის გამზირზეც.
„პრაიმტაიმმა“ საიბორტთან ინტერვიუს ჩაწერა და მისი საქმიანობის შესახებ მეტი დეტალის გარკვევა სცადა, თუმცა მილიონერმა განგვიცხადა, რომ დაკავებულია და სასაუბროდ დრო არ აქვს.