პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი საქართველოში ჩამობრძანდა.
მამა ეფრემსა და მის მიერ ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლს “პარამითია”(მანუგეშებელი) აეროპორტში ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობა მიეგება.
ხატი აეროპორტიდან მობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში. ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, პარაკლისი აღავლინა. დღეიდან კი (15 სექტემბრიდან) ხატთან აღევლინება 24-საათიანი უწყვეტი მსახურება, ყოველდღიური ღამის ლიტურგიები 23:00 საათზე და პარაკლისები 19:30 საათზე.
21 სექტემბერს კი “პარამითია” ლიტანიობით გადაბრძანდება და დაივანებს მახათას მთაზე.