„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ბათუმში მცხოვრები გალიფ და ქრისტინა ოზთურქების წყვილზე გამოცემა Mirror-ი წერს.
28 წლის ქრისტინა ოზთურქს სუროგაციის გზით 22 შვილი ჰყავს.
ცოლ-ქმრის შესახებ პირველად ინფორმაცია 2021 წელს გავრცელდა, მას შემდეგ მათ სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვეს, ორივე მათგანს „ინსტაგრამზე“ ათიათასობით გამომწერი ჰყავს
წყვილი ამბობს, რომ ისინი საქართველოში 100 შვილის გაზრდას გეგმავენ.
2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივლისამდე, წყვილმა 133,000 გირვანქა სტერლინგი (180,000 დოლარი) გადაიხადა სუროგატებისთვის.
2021 წელს ჟურნალ Fabulous-თან ინტერვიუში ოზთურქმა თქვა, რომ დიდი ოჯახის ყოლაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა.
„ჩემი ქმარიც ოცნებობდა დიდ ჰყოლოდა დიდი ბედნიერი ოჯახი. ხოლო, მას შემდეგ, რაც ჩვენ შევხვდით, დავიწყეთ ჩვენი ოცნების ახდება... ჩვენი რომანტიკული ურთიერთობა შეიცვალა, მაგრამ შემდეგ ჩვენი მთელი ცხოვრება შეიცვალა და არა მხოლოდ რომანტიკული ნაწილი.
ჩვენი სუროგაციის კლინიკა გაოცებულია, მაგრამ ბედნიერია, რომ გვეხმარება ჩვენი დიდი ოჯახის ოცნებაში. არ ვიცი, ვიქნებით თუ არა ყველაზე დიდი ოჯახი მსოფლიოში, მაგრამ ზუსტად ვგეგმავთ, რომ ყველაზე ბედნიერი ოჯახი ვიყოთ. ერთ რამეს გეტყვით – ჩემი დღეები არასდროს არის მოსაწყენი“, - ამბობს ქრისტინა ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ კრისტინას ძიძები ეხმარებიან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აკეთებს „ყველაფერს, რასაც დედები ჩვეულებრივ აკეთებენ“.
2023 წელს გალიფ ოზთურქს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისი გათავისუფლების აღსანიშნავად, კრისტინამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ქმარი სახლში ბრუნდება და დაწერა: „ეს დასრულდა“
View this post on Instagram