დღეს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1761981711
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში,სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართეს ისეთი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის როგორებიცაა: Le Figaro Magazine, Geo, Lonely Planet, Itrekkings, Le Journal de la Maison, Paris Match, National Geographic France.საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულო მიმართულებებს გაეცნენ. კონფერენციის ფარგლებში, მედიაკომპანიებთან შეხვედრები შედგა საქართველოში გაცნობითი ტურების გამართვის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას. International Media Marketplace ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლებს აერთიანებს. კონფერენციაში 170-ზე მეტი მედიასაშუალება და 115 ბრენდი კომპანია მონაწილეობდა.