რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ.
ჯარისკაცებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ყვავილების თაიგულებით მიულოცეს და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის მისალოცი ბარათები გადასცეს.