მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ჰიმალაის დათვმა, სახელად სენმა, თითქმის სამი ათწლეული საშინელ პირობებში გაატარა, მისი ბედი არის გზა სრული სიბნელიდან სინათლისკენ. დათვის პირველი ნაბიჯები თავისუფლებაში ვიდეოზე აღბეჭდეს, რომელიც ორგანიზაციამ Animals Asia გააზიარა საკუთარ Instagram-ის გვერდზე.
სენი ჯერ კიდევ პატარა ასაკში მოიტაცეს ველური ბუნებიდან. 27 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა ვიეტნამში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე, ვიწრო მეტალის გალიაში. ასეთ ფერმებში დათვებს მხოლოდ ნაღვლის მოპოვებისთვის ამყოფებენ, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოველი ნახევრად ბნელ გარემოში ცხოვრობდა და ცას ვერ ხედავდა.
ცხოველთა დამცველების ძალისხმევით სენის გადარჩენა მოხერხდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში აღბეჭდილია ამაღელვებელი მომენტი: დათვი 27 წლის შემდეგ პირველად უყურებს ღია ცას. კადრებში ჩანს, როგორ ფრთხილად სწევს სენი თავს ზემოთ და გაოცებული შეჰყურებს გარემოს.
„ღმერთო ჩემო, რა გადაიტანა ამ დათვმა. ძალიან მიხარია, რომ ნაღვლის მოპოვება ახლა უკვე აკრძალულია...“ - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამში დათვებისგან ნაღვლის მოპოვება ოფიციალურად აკრძალულია, აქტივისტები აღნიშნავენ, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია და გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევია, რადგან დაახლოებით 150 დათვი ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას.
Wizz Air-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772394815