ლენტეხის მერმა ჟახუნდრის თემში მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი ჟახუნდრის თემში მრავალშვილიან დედებს დედის დღე პირადად მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მათ სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადასცეს და გულწრფელი მადლობა გადაუხადეს იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ავლენენ ოჯახის გაძლიერებისა და საზოგადოების განვითარებისთვის.

განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი დედის დღე, ასევე მიულოცეს ეროვნული გმირის, ალეკო ონიანის დედასა და პოეტ ანა ლაშხელი ონიანის  დედას.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ყველა დედას მათი შრომისა და ზრუნვისთვის და უსურვებს ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და სიხარულს.