რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
4 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 4 მარტის 13:00 საათიდან, 5 მარტის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონი: ზღვის უბნის მე-4, მე-9, მე-10, მე-10ა და მე-10ბ კვარტალებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ასევე, 4 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, სოღანლუღისა და მოსე ხონელის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
22:00 საათიდან, 5 მარტის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კრწანისის რაიონი: სოღანლუღის, მოსე ხონელის, ხარფუხის, ტაბახმელას, ბააზოვის, შეაფის, ცურტაველის, ალგეთის, მერჩულეს, განჯევის, თელეთის, ქუმსიაშვილის, გრიშაშვილის, ბექა და ბეშქენ ოპიზარის, ლორთქიფანიძის, საბანისძის, შატაიძის, წალკის, თმოგველის, ჩხეიძის, მეფისაშვილის, ტაბიძის, კალანდაძის, მარტვილის, მელქაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორგასლის, თაბორის მთისა და ორთაჭალის ქუჩების, ჩიხებისა და შესახვევების ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.