დაკავებულია 17 წლის გოგო, რომელმაც შეყვარებული მონად გაყიდა და დასასვენებლად წავიდა (უცხოეთი)
1770237055
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის 30-ზე მეტ წარმომადგენელთან ერთად, ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიები ისრაელელ პარტნიორებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საქართველოს მიმართ უპრეცედენტო ინტერესზე საუბრობენ.
ტურისტული კომპანია „Travel Bee“-ს წარმომადგენელი თემო მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ IMTM 2026-ზე საქართველოს სტენდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოთხოვნადია. მისი შეფასებით, მიმდინარე გამოფენა ბოლო წლებში გამართულ მსგავს ღონისძიებებს შორის ინტერესის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მაჭარაშვილის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა ათეულობით შეხვედრა გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან და ინდივიდუალურ ტუროპერატორებთან, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების გამოგზავნით არიან დაინტერესებულნი.
„ინტერესი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოლო გამოფენებს რომ შევადაროთ ისრაელიდან. დადასტურებულად ვიტყვი, რომ ჩვენ შევხვდით 30-ზე მეტ პარტნიორსა თუ ინდივიდს, რომლებიც არიან დაინტერესებული, რომ ტურისტები გამოაგზავნონ საქართველოში. რომ მიმოვიხედოთ და შევხედოთ სხვა სტენდებს, საქართველოს სტენდი გამორჩეულად აქტიურია“, - აცხადებს თემო მაჭარაშვილი.
IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ქართული პროდუქტები დააგემოვნონ და საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმას წარმოადგენს. IMTM 2026-ს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მასზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები არიან წარმოდგენილი. გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობა მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რაც ქვეყნის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ემსახურება.