ირაკლი შატაკიშვილი ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებაზე: ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ [ჰელსინკის]კომისიის წევრები და კომისია შესაძლოა კომპრომეტირებულები იყვნენ და არიან გარე სახიფათო აქტორების მიერ

ირაკლი შატაკიშვილი

ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ [ჰელსინკის]კომისიის წევრები და კომისია შესაძლოა კომპრომეტირებულები იყვნენ და არიან გარე სახიფათო აქტორების მიერ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი შატაკიშვილმა ამერიკელი ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

კერძოდ, ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ როჯერ უიკერს რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-ის სამხედრო ჩარევის ყველაზე გავლენიან მხარდამჭერს უწოდებს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ჰელსინკის კომისიის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემდეგ, რომლის თავმჯდომარეც უიკერია, ინფორმატორი კომისიას უცხოელი აქტორების მიერ „კომპრომეტირებაში" ამხელს.

ირაკლი შატაკიშვილის თქმით, გამოვლინდა, რომ მათ მიერ არის მხარდაჭერილი უკრაინაში საომარი მოქმედებების გაფართოების წარმოება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.

„აქვე, ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ [ჰელსინკის]კომისიის წევრები და კომისია შესაძლოა კომპრომეტირებულები იყვნენ და არიან გარე სახიფათო აქტორების მიერ.

ამით შეიძლება აიხსნას საქართველოში არსებული რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხის, „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ წარმოებული ეს აბსოლუტურად გაუგონარი და არადექვატური კამპანია, რომელიც მხარდაჭერილი იყო, მათ შორის ჰელსინკის კომისიის მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.