საქართველოს სახალხო დამცველმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ლევან იოსელიანი

2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში -  „კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა თანამედროვე სამართლებრივ სისტემებში“.

ღონისძიებაზე გამოსვლისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის გასაჩივრების შედეგად, ბევრი მოქმედი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ სფეროში არსებული სიტუაციის გულდასმით გაანალიზება.

ასევე, ისაუბრა სახალხო დამცველისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირებისგან დაცვის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის, როგორც ადამიანის უფლებადამცველი სისტემის ნაწილის მნიშვნელობას.

„ჩვენ ვცდილობთ ყურადღება გავამახვილოთ მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და უზრუნველვყოთ მათი უფლებების დაცვა. ჩემი მიზანია, რომ სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ საზოგადოებას მაღალი ნდობა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, მჯერა, რომ სახალხო დამცველების ყველაზე მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებაში უფრო სტაბილური და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანაა“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ერთ-ერთ პანელზე, სადაც კონსტიტუციურ პრინციპებს, როგორც კანონის უზენაესობისკენ მიმავალი გზას - განიხილავდნენ.