საქართველოს საელჩო თურქეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

გიორგი ჯანჯღავა

საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საქართველოს საელჩო თურქეთში, სადაც ამ დროისთვის, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა იმართება.

ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შემოდის და მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ.

ჯანჯღავას განცხადებით, არსებული რთული ვითარების გამო, სტიქიის ზონაში გადაადგილება გართულებულია და ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მათი ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიაწოდონ.

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული.