შავი ყუთი გაშიფრულია! - რა დეტალები ხდება ცნობილი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაზე
1736411860
The New York Times-ის მიხედვით 2025 წელს მსოფლიოს 52 საუკეთესო მოსანახულებელ ადგილებს შორის, 37-ე ადგილზე ქუთაისიც მოხვდა.
„როგორც დედამიწის ერთ-ერთი უძველესი, მუდმივად დასახლებული ქალაქი, ქუთაისი სავსეა მდიდარი ისტორიით და გარშემორტყმულია საქართველოს უხვი ბუნებრივი სილამაზით. ამ წლის დასაწყისში ქუთაისში ახალი ინტერაქციული ციფრული მუზეუმი გაიხსნება, რომელიც განთავსდება ყოფილ სამეფო რეზიდენციაში, რომელიც ხაზს უსვამს მის 3 500-წლიან ისტორიას.
ახალი კულტურის ცენტრში კი ხალხური საღამოები ტრადიციული ქართული ცეკვებითა და მრავალხმიანი სიმღერით გაიმართება. ქუთაისი ასევე იდეალური საწყისი წერტილია კავკასიის მთების, შავი ზღვის სანაპიროების, გამოქვაბულების საცხოვრებლების და ახლომდებარე ციხე-სიმაგრეებისა და სოფლების შესასწავლად. მაგრამ ვიზიტორებს შეუძლიათ ადვილად დარჩნენ თავად ქალაქში, შეისწავლონ ისტორიული ცენტრი და მისი მწვანე ბაზარი, ასევე მრავალი კაფე, ბარი, რესტორანი და უძველესი ეკლესიები. - წერს The New York Times და გელათის ფოტოს ურთავს.