1692302192
„სხეულები ხელსაწყოების ყუთში ჩადეს და წყალში გადააგდეს...“ - მკვლელობისთვის 3 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

სამ მამაკაცს 2016 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. მამაკაცებმა ორი ადამიანი ხელსაწყოების ყუთში ჩაკეტეს და კაშხალში ჩაძირეს.
გამოცემის ცნობით, სამივე 2021 წელს სხვა ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობისა და წამების ბრალდებებში გაასამართლეს, თუმცა ავსტრალიის სააპელაციო სასამართლომ გასულ წელს მკვლელობის ბრალდებებზე საქმის ხელახალი განხილვა დაამტკიცა.
გამოძიების ცნობით, ორ მხარეს შორის კონფლიქტი ნარკოტიკების ვაჭრობასთან დაკავშირებით დაიწყო. ბრალდებულებმა ორი კაცი სცემეს და აწამეს. შემდეგ კი ლითონის ხელსაწყოების ყუთში ჩადეს. ყუთი კი წყალში ჩაძირეს.
პოლიციამ ხელსაწყოების ყუთი ორი კვირის შემდეგ იპოვა. ითვლება, რომ ბრეტონი და ტრისკარუ დახრჩობის შედეგად გარდაიცვალნენ, რადგან მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ისინი წყალში ჩაძირვისას ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.
მკვლელობასთან დაკავშირებით სულ რვა ადამიანს წაუყენეს ბრალი, დანარჩენებს კი გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის მიესაჯათ სასჯელი.