1692302192
სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა (უცხოეთი)

დიდ ბრიტანეთში, ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია. მსუბუქი ტრავმები კიდევ 15-მა ადამიანმა მიიღო.
მედიის ცნობით, ავტობუსი მდინარეში ჰემფშირის შტატის ქალაქ ისტლიში, ბიშოპსტოკის გზაზე გადავარდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის სტუდენტების გადარჩენაში მონაწილეობდა და ავტობუსის მძღოლმა უთხრა, რომ მუხრუჭები არ მუშაობდა.