საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი

რკინიგზა

რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე: https://gr.com.ge/-ზე შეგეძლებათ.

ონლაინ რეჟიმში ბილეთების ყიდვა შემდეგ მიმართულებებზე იქნება შესაძლებელი:

თბილისი-ბათუმი-თბილისი;

თბილისი-ფოთი-თბილისი;

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალ ვებ-გვერდზე თითოეულ რეისზე კონკრეტული ადგილის არჩევა საკომისიოს (1 ლარი) დამატების საშუალებით შეგეძლებათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.