„სრულიად საქართველოს მოსახლეობასადმი“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1759306252
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დაიღუპა თათია, კიდევ ერთი დედა და ქალი გამოასალმა ქმარმა სიცოცხლეს, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,“ - ამბობენ ოჯახის ახლობლები.
ცნობისთვის, შემთხვევა კასპში, 25 სექტემბერს მოხდა. ქალი, რომელსაც ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამ დრომდე, თბილისის დამწვრობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შსს-მ ბრალდებული დაკავა - გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.