საქართველოს მასშტაბით 51 წლის კაცს ეძებენ - ოჯახი დახმარებას ითხოვს

მერაბ გუგუმბერიძე

51 წლის მერაბ გუგუმბერიძე, იგივე „ვანჩე“, სახლიდან ოთხი თვის წინ გავიდა და არ დაბრუნებულა. ბოლოს ის თბილისში, ვაგზლის მეტროს მიმდებარედ ძმისშვილმა ნახა. ბიძაშვილის ინფორმაციით, გუგუმბერიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ხშირად სვამს. მისივე ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მამაკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გუგუმბერიძე წარმოშობით თერჯოლიდან არის, თუმცა, წლების განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში გადავიდა.

პირველად ის სწორედ დედაქალაქიდან დაიკარგა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იპოვეს, სადაც ერთ-ერთ ოჯახში საქონელს მწყემსავდა.

ოჯახი მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს და საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს: 

ვაიბერი:  599766005;

ვოთსაპი:  +393501542521