1760557228
ილია თოფურიას მეუღლე ხმაურიანი ჭორების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს

ჯორჯინა უზკატეგუი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დედის ნამდვილი სუპერძალა არ არის საფრთხისადმი სიფხიზლე, არამედ ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც მისი ქალიშვილი გაიზრდება მამაცი, თავისუფალი და უშიშარი.
ჩემო პატარა ჯორჯინა, სამყაროში არაფერი მიყვარს შენზე მეტად, მახარებს იმის დანახვა, თუ როგორ ხდები ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის, აზროვნებისა და საკუთარი თავის სიყვარულის უნარი. ჩემი მისიაა, მოგცე სიძლიერისა და პატიოსნების მაგალითი და გაგიძღვე მიზნისკენ, რომ იყო ბედნიერი", - წერს სოციალურ ქსელში ჯორჯინა უზკატეგუი და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ესპანური ტაბლოიდები ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასა და ჯორჯინას ურთიერთობის სერიოზულ დაშორებაზე ალაპარაკდნენ.