საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სამების ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა

შიო მესამე

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა.

ბავშვები და მშობლები სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მივიდნენ.

დღესვე, საღამოს 6 საათზე, დაიწყება დიუშენის სამადლობელი მარში რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე. ეს იქნება ღონისძიება, რომლითაც მშობლები და იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები მადლობას ყველას, ვინც ბავშვებისთვის მედიკამენტების მიღების პროცესშია ჩართული.