საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა

ილია

 ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მე-12 საეკლესიო კრების მიერ არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.

ილია მეორის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა- მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა. ასევე ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება.