„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც 5 პირისთვის შეერთებულ შტატებში აკრძალვას ეხება.
„ჩვენ გარკვეული ევრობიუროკრატებისგან აბსოლუტურად დაუმსახურებელი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე კრიტიკა გვესმის ხოლმე. ვხედავთ, რომ დღეს ბუმერანგივით შეუტრიალდათ მათ. კარგი იქნება, თუ ისინი იმ ფასეულობებისკენ დაბრუნებაზე იზრუნებენ, რაც ჩვენთვის ევროპაში მომხიბვლელი იყო და არის. ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენს გზას გავაგრძელებთ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა.
გადაწყვეტილება ხუთი პირისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ 23 დეკემბერს გამოაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.