საქართველოს ეროვნული ლატარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ლატარია

საქართველოს ეროვნული ლატარია ოფიცოალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ გარკვეული ტექნიკური და საორგანიზაციო მიზეზების გამო, ჩვენს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გათამაშებების პირდაპირი ტრანსლაციები (ლაივები) და შედეგები დროებით აღარ გამოქვეყნდება.

ამიერიდან, გათამაშებების პირდაპირი ეთერის ნახვა შესაძლებელი იქნება ჩვენს ოფიციალურ YouTube არხზე, ხოლო გათამაშებების საბოლოო შედეგები სრულად და ოპერატიულად განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღნიშნული ცვლილების ფარგლებში:

• 5/35 „ოქროს ბურთის“ გათამაშების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ YouTube არხზე ყოველ დღე.

• 6/42 გათამაშების პირდაპირი ეთერი გადაიცემა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, 21:30 საათზე ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.

• ყველა გათამაშების ოფიციალური შედეგი განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე გათამაშების დასრულებისთანავე.აღნიშნული ცვლილებები ემსახურება პროცესების ოპტიმიზაციასა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიღების უფრო სტრუქტურირებულ და კომფორტულ ფორმატში მიწოდებას“,- ნათქვამია განცხადებაში.