საქართველო თავდაცვის ძალების დღეს აღნიშნავს

შეიარაღებული ძალების დღე

31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი.

დღეს საქართველო თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობს. 31 წლის იუბილე თავდაცვის ძალებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას.