VIDEO: რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1769802865
ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი საკუთარ ახალ დოკუმენტურ ფილმს „მელანია” მსოფლიოს წარუდგენს. პრემიერის საღამო 29 იანვარს, ვაშინგტონში, „კენედის ცენტრში” გაიმართა და ყურადღება პირველ რიგში იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ მელანია წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამოჩნდა.
ფილმი ამ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით გამოდის კინოთეატრებში, თუმცა სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც მაყურებელი აღნიშნავს, რომ ბევრ ქალაქში დარბაზები თითქმის ცარიელია. თემაზე, „იმედის დილამ“ მოამზადა მიმოხილვა
ეს ფონიც ქმნის კონტრასტს ტრამპის განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც ბილეთები „სწრაფად იყიდება“. გამოცემა The Daily Beast-ი წერს, რომ პრემიერას ტრამპების ოჯახის წევრთა უმრავლესობა არ დასწრებია. ღონისძიებას გამოტოვეს პრეზიდენტის შვილებმა ივანკა და ერიკ ტრამპებმა. განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ისიც, რომ ღონისძიებაზე არ გამოჩენილა მელანიას შვილი, ბარონ ტრამპიც.
მელანიას დოკუმენტური ფილმის პრემიერა, სადაც პირველი ლედი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა, უკვე იქცა განხილვის საგნად, როგორც ბრწყინვალე საჯარო ჟესტით, ისე ოჯახის წევრების არყოფნითა და მაყურებელთა განსხვავებული და წინააღმდეგობრივი შეფასებებით.