მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს, ქედს ვიხრით გმირების წინაშე - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

„საქართველოს მამაცო ჯარისკაცებო, გილოცავთ შეიარაღებული ძალების დღეს - 30 აპრილს! მადლობას გიხდით თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც ემსახურებით ქვეყანას, იცავთ მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას! თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამშობლო არის უპირველესი.

ქედს ვიხრით გმირების წინაშე, ვინც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაეცნენ! ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა“,- წერს არჩილ თალაკვაძე.