პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1762877842
ავიაკატასტროფის ადგილზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოს შს მინისტრთან, გეკა გელაძესთან ერთად, მისი პირველი მოადგილე როლანდ მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ცნობისთვის, დღეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „სი-130-მა“, იგივე „ჰერკულესმა“. „ფლაი რადარის“ მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.



პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1762877842