თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

თურქეთის საჰაერო ხომალდი

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

როგორც  „საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განჯის აეროპორტი და თურქეთი. ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.