საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საპატ

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„2022 წლის 12 ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ ფარცხანაყანევის წმინდა გიორგის (მინდორის უბანი) სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ ფხაკაძე.

დაკრძალვა: ხუთშაბათს, 16 ივნისს, სოფელ ფარცხანაყანევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარედ.
 მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გრიგოლის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

 უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გრიგოლი.“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.