გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე ილია ელოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას კარგი ადამიანი დავკარგეთ“, - წერს ზარნაძე სოციალურ ქსელში.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.