საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

,,ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.

ცნობისთვის, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, „მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სახის კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაუქმებულია.