პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქალაქ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთაში დაანონსებულ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის სახალხო-სადღესასწაულო ღონისძიებებს აუქმებს და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას”, - ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ დიმიტრი ზურაბიშვილის სამძიმარში.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვა-ლოცვას აღავლენს.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.