პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმინდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება.
„აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე).
ჩვენი მხრიდან გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარეს პაპსა და პატრიარქ თეოდორეს, რომელმაც ამ აქტით გამოხატა თავისი სიყვარული და პატივისცემა საქართველოს ეკლესიისადმი.
ვფიქრობთ, ეს სამლოცველო დიდ სიხარულს მიანიჭებს ქართველ მომლოცველთ, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ეგვიპტეს, განსაკუთრებით კი წმინდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარს, რათა თაყვანი სცენ წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ხატს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.