1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა.
,,ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, - ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო.
მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე - სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.
სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეასუსტა კავშირები და მეგობრობისა და ერთობის განსამტკიცებლად ორმხრივი ვიზიტების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა, რათა ურთიერთშეთანხმებით დაიძლიოს თანამედროვე სირთულეები და გამოწვევები.
შეხვედრაზე ორივე მხრიდან გამოითქვა მწუხარება უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო და ხაზი გაესვა ომის დასასრულებლად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.