სიახლე ანუკი არეშიძის ცხოვრებაში - რა კადრებს გვიზიარებს დიზაინერი
1764360478
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სასულიერო პირების იერუსალიმში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ თეოდორესა (ჭუაძე) და გერასიმეს (შარაშენიძე) და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით დღეს, 28 ნოემბერს, წმინდა მიწიდან დაბრუნდა.
მათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია II-ს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის, გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს და სამდღიანი ვიზიტის შედეგები გააცნეს.“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.