საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

პატრიარქი

საქართველოს საპატრიარქო დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს ტახტზე აბრძანებიდან 70 წლისთავს ულოცავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მის უდიდებულესობას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს

„მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს.

თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკურთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში.

გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.