დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქალი, რომელმაც წლების წინ ბავშვი იშვილა, აცხადებს, რომ ოჯახმა გოგონა მოპარულად გამოაცხადა და მისი ძებნა გადაწყვიტეს. ამბავს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„მე აყვანილ ბავშვს ვზრდი. მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ. ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი „ნამდვილ“ ოჯახს ეძებს. რას ნიშნავს ნამდვილი? ჩვენ ნამდვილი მშობლები არ ვართ? მიუხედავად იმისა რომ გოგონას აყვანის მერე მეორე ბავშვი გაგვიჩნდა. პირველი შვილისგან არ ვანსხვავებთ. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოდესმე გავიფიქრო რომ ის „ნამდვილი“ შვილი არ არის.
ჩემმა გოგომ ყველაფერი იცის. მე მისთვის არაფერი დამიმალავს. დიდი ხანია ინფორმაცია აქვს. იცის, როგორ გავიცანი მისი ბიოლოგიური დედა. როგორ გაგვაცნო ბიცოლამისმა. როგორ შევთანხმდით ბავშვის სამშობიაროდან წამოყვანაზე. როგორ ვნერვიულობდით, როდესაც მშობიარობა დაეწყო და სახლში ველოდებოდით ყველაფრის კარგად დასრულებას.
იცის, სად ცხოვრობს მისი ბიოლოგიური მშობელი. მაგრამ ის, რაც აქ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ, მთელი ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ქალი, რომელიც მე და ჩემმა ქმარმა 3 თვე საკუთარი შვილივით ვზარდეთ და რომელმაც ბავშვი თავისი ხელით გადმოგვცა, „სამშობიაროდან მოპარულ შვილს“ ეძებს. ვითომდა მესამე დღეს მკვდრად გამოუცხადეს. ახლა მითხარით, როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე?“, - წერს ანონიმურად პოსტის ავტორი ჯგუფში „ვეძებ“.