„არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად...“ - ნინი ბადურაშვილი
1783076633
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ძილის პრობლემების დროს სამი ბუნებრივი პროდუქტის გამოყენებას ურჩევს და განმარტავს, როგორ მოქმედებენ ისინი ორგანიზმზე.
მისი თქმით, ბევრი ადამიანი უძილობის ან ძილის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში პირველ რიგში აფთიაქში მიდის და სხვადასხვა საკვებ დანამატს ყიდულობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი ალტერნატივებიც, რომლებიც ძილის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
ექიმის განმარტებით, პირველი პროდუქტი ნიგოზია, რადგან ის ბიოშეღწევად მელატონინს შეიცავს. მისი თქმით, ნიგვზის მიღების შემდეგ სისხლში მელატონინის დონე იზრდება, რაც ძილის პროცესზე დადებითად აისახება.
მეორე რეკომენდებული პროდუქტი ნუშია. გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ ნუში მდიდარია მაგნიუმით, რომელიც ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას, ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და ამცირებს კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის – დონეს.
მესამე პროდუქტად ექიმი გოგრის თესლს ასახელებს. მისი თქმით, გოგრის თესლი დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს შეიცავს, რომლისგანაც ჯერ სეროტონინი, შემდეგ კი მელატონინი წარმოიქმნება. ამ პროცესმა შესაძლოა როგორც განწყობის, ისე ძილის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, გოგრის თესლი თუთიის კარგი წყაროცაა, რომელიც აღნიშნული ბიოქიმიური რეაქციებისთვის მნიშვნელოვანია.
გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ ნიგოზის, ნუშისა და გოგრის თესლის ყოველდღიური, ზომიერი რაოდენობით მიღება, სახლის პირობებში, შესაძლოა ძილის ხარისხის გაუმჯობესებას დაეხმაროს.