იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს „ძალა ერთობაშია“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

მე არ ვიცი არავინ საქართველოში არავინ, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული. საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავადაც გაიარა და კარგად ესმის ის ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია. ამის ნიშანია ის უპრეცედენტო და გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ქართველი თანაუგრძნობს მათ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ახლა არ არის ჩხუბისა და დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, სტაბილურობის, წარმატებისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებისთვის. ერთობა და ამ საკითხთან მიმართებაში მაინც, დაპირისპირების გვერდზე გადადება არის მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს „ძალა ერთობაშია““ - აღნიშნა კელი დეგნანმა.