„სადარბაზოს ეზოში რომ მსგავს ფაქტს შეესწრები რა ჭკუაზე უნდა იყო?“ - საგანგაშო ინფორმაციას ამერიკიდან ქართველი აქვეყნებს

კაცი

საკუთარი სადარბაზოს ეზოში, რომ მსგავს ფაქტს შეესწრები რა ჭკუაზე უნდა იყო? დედებო, მეგობრებო ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო ყველას მოგიწოდებთ გაერთიანდეთ, ეს არ არის გზა ევროპისკენ და ეს არ არის ხსნა ნატოსკენ, - წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ლიკა რობაქიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

„ახლა კარგად მომისმინეთ და არ გამომიჭენდეთ აქ გენიოსები… არასოდეს შემოვიფარგლები სოციალური ქსელის პოსტებითადა პროტესტებით, მაგრამ ეს ყველამ უნდა ნახოს, რათა გონს მოვიდეს ქართველი ერი. ნამდვილად არ მიხარია მსგავსი, ნამდვილად არ ვარ მოხარული ამ ყველაფრისა, ბევრი ვილოცე, ბევრიც ვიტირე, მაგრამ ეს არ არის სწორი გზა. გზა რომელიც ვიცით იმათმა ვინც ამერიკამდე ჩამოსვლის გზა გავიარეთ. საკუთარი სადარბაზოს ეზოში, რომ მსგავს ფაქტს შეესწრები რა ჭკუაზე უნდა იყო? დედებო, მეგობრებო ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო ყველას მოგიწოდებთ გაერთიანდეთ, ეს არ არის გზა ევროპისკენ და ეს არ არის ხსნა ნატოსკენ.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ განგვიმარტა 80 ქართველი გვყავს რიგში გადასასვენებლადო, ეს არის სამართალი? ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების საწამლავი! ნარკოტიკი თუ სიცოცხლე? არჩევანი თქვენთვის მომინდვია! ყველას გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას“ - წერს ლიკა რობაქიძე.