პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ძალთა გამაძლიერებლების განვითარება, ამ მხრივ კი განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება შეიარაღების სისტემების შეძენასა და მოდერნიზაციას. საანგარიშო პერიოდში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების განვითარებისთვის, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავიაციის განვითარების მიზნით, 2022 წლის მაისის მონაცემებით, 5 ერთეულ სუ-25 ტიპის, 4 ერთეულ ან-2 ტიპის თვითმფრინავებზე, 3 ერთეულ მი-24 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენსა და 3 ერთეულ UH სატრანსპორტო შვეულმფრენებზე ძირითადი სარემონტო/მოდერნიზაციის სამუშაოები განხორციელდა.
„საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარებისთვის უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი 2021-ის“ პროცესში დაიხვეწა თავდაცვის ძალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა. ჩამოყალიბდა რეინჯერთა ბატალიონი და დაიხვეწა ს.ო.ძ.-ის საშტატო სტრუქტურა.
თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები დაკომპლექტდა სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი“ მედევაკით. თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბდა როლი 2 დონის (მობილური ლიმიტირებული ჰოსპიტალური შესაძლებლობების ქვედანაყოფი) სამედიცინო ქვედანაყოფები, მიმდინარეობს მათი თანამედროვე ტექნიკა-აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.