რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე, 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში შრომის ბაზრის მაჩვენებლების გაუმჯობესება დაფიქსირდა, კერძოდ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უმუშევართა რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა და 291.9 ათასი შეადგინა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში წერია.
„რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2021 წლის მეოთხე კვარტალში 19%-ს გაუტოლდა, რაც 1.5 პროცენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში გაიზარდა, როგორც სამუშაო ძალის მონაწილეობის, ასევე დასაქმების მაჩვენებელი, კერძოდ, მეოთხე კვარტალში აქტივობის დონემ 51.2% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ხოლო დასაქმების დონე 1.7 პროცენტით გაიზარდა და 41.5 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 12.1 ათასით, ხოლო მეოთხე კვარტალში − 46.3 ათასით გაიზარდა. დადებით ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ კვარტალშიც: შემცირდა უმუშევრობა და გაიზარდა როგორც დასაქმების, ასევე აქტიურობის დონე. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 71.3 ათასით გაიზარდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.