„თოვლი, წვიმა, ნალექი...“ - ამინდი იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1731924856
დრონი ერთგვარი საფრენი აპარატია, რომელიც, როგორც პროდუქტი, მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ პროდუქტის პოტენციალი და გამოყენება ყოველდღიურად იზრდება.
დრონები და ანტიდრონები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიებში და ისინი ახალ შესაძლებლობებს აჩენს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
· თავდაცვა და დაზვერვა
· სოფლის მეურნეობა
· კინოინდუსტრია
· აეროფოტოგადაღება
· ლოჯისტიკა და სხვ.
დრონები და ანტიდრონები ე.წ. „ჭკვიანი მოწყობილობებია“. ისინი გამორჩეულია თავისი მრავალფუნქციურობით, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ადამიანების დროსა და შრომით რესურსს.
დრონები, ერთგვარი მფრინავი კამერებია, რომლებიც სპეციალური რადარების გამოყენებით იმართება. მათი ფუნქციები და გამოყენების არეალი ყოველდღიურად ფართოვდება. დრონებს აქვთ მოძრავ ობიექტზე მიყოლის ფუნქცია, მათი გამოყენებით შესაძლებელია ნაკვეთების შეწამვლაც კი. სპეციალური დისტანციური გადამრთველები საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად ვმართოთ დრონები ისე, რომ ისინი არ შეეჯახონ ერთმანეთს.
დრონის ფრენის დროის ხანგრძლივობას განაპირობებს მისი ელემენტის წონა და სიმძლავრე, ხოლო დაფარვის მანძილი დამოკიდებულია რადიოანტების ხარისხზე. ზოგიერთი დრონი აღჭურვილია GPS სისტემით, რაც მას აძლევს საშუალებას, გაჩერდეს ერთ ადგილზე ან ავტომატურად დაუბრუნდეს აფრენის წერტილს.
ანტიდრონი – ეს არის მოწყობილობა, რომლის დანიშნულება დრონის „განეიტრალებაა“. ბრძანების მიღების შემდეგ ანტიდრონი მიწიდან სპეციალურ ბადეს ისვრის დრონების დასაჭერად. ანტიდრონის გამოყენების მიზანი აკრძალულ ადგილებში დრონების არასანქცირებული ფრენის შეზღუდვაა.
ანტიდრონების გამოყენებით, შესაძლებელია რადიოსიგნალების ჩახშობა, საჰაერო სივრცის მონიტორინგი, საფრენი აპარატების ამოცნობა და საჭიროების შემთხვევაში განადგურებაც კი.
კომპანია „ვეზირი“ მომხმარებლებს სთავაზობს საფრენი აპარატების, დრონებისა და ანტიდრონების ფართო არჩევანს. დრონები და ანტიდრონები, რომელსაც ვეზირი გვთავაზობს წარმოებულია შემდეგი ბრენდების მიერ:
· Optasense
· Bandweaver
· Blighter
· Flir
· HGH Systemes
· Germandrones
· Dronengel
· Globe UAV
· ApolloShield
· Rohde & Schwarz
· Blighter