პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საბურთალოს გამგეობამ 71 სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა. აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 097 346 ლარით დაფინანსდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, წყალარინების ქსელი 14 მისამართზე განახლდა, 28 ამორტიზებული ლიფტი კაპიტალურად რეაბილიტირდა, ოთხი ქანობიანი და 10 ბრტყელი სახურავი შეკეთდა, სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები შვიდ მისამართზე ჩატარდა, ორ მისამართზე კი, სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები განხორციელდა. აგრეთვე, ამ პროგრამის ფარგლებში, მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.
საბურთალოს გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კი თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% ან 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.